ელექტრონული რესურსი

რეფლექსია 2018 წლის 6-12, 13-12, 20-12, დავესწარი კოლეგებთან შეხვედრას ,რომელსაც ხელმძღვანელობდა უფროსი მასწავლებელი მაია რომანაძე, შეხვედრის მიზანი იყო; როგორ შევქმნათ ბლოგი და ელექტრო რესურსი, ელექტრონული რესურსის განთავსება ბლოგზე. მოვახდინეთ ელექტრონული რესურსის შექმნა და ბლოგზე ატვირთვა. რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში ,რადგანაც შემიძლია ჩემი გაკვეთილები მეტად სახალისო გავხადო. შეხვედრა იყო საინტერესო და ეფექტიანი, მნიშვნელოვანია მასწავლებელმა იცოდეს ელექტრონული რესურსების შექმნა და გამოყენება, რაც ძალიან კარგად იყო განხილული ამ შეხვედრებზე. შეხვედრის პირველ დღეს განხილული იქნა სხვადასხვა ტიპის რესურსები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები ასევე როგორი უნდა იყოს უსაფრთხო რესურსი. შეხვედრის მეორე დღეს დავრეგისტრირდი ,,learningaaps.org’’ დავათვალიერე სხვის მიერ შექმნილი რესურსები, რაც ძალიან მომეწონა და ავირჩიე ვიქტორინას მსგავსი დანართი, რომელიც უნდა შემექმნა სამუშაო შეხვედრის განმავლობაში, მითითებების მიხედვით: ჯერ ჩამოვწერე კითხვები საგნიდან ,,ხელოვნება’’, შემდეგ კი მოცემული კითხვები შევიტანე დანართში. ჩემს მიერ შექმნილი რესურსი გამოვიყენე ხელოვნების შემაჯამებელი გაკვეთილის დროს. გაკვეთილი წარიმართა სახალისოდ, მოსწავლეებმა გამოავლინეს ინტერესი რესურსის მიმართ, რამაც დამარწმუნა რომ მსგავსი რესურსები ხშირად უნდა გამოვიყენო რადგან გავზარდო მოსწავლეთა მოტივაცია. ვესწრებოდი სამივე შეხვედრას რაც ჩემთვის იყო ამომწურავი, საინტერესო და პრაქტიკაში გამოსაყენებელი. ვფიქრობ მსგავსი შეხვედრები ხშირად უნდა ეწყობოდეს სხვადასხვა საკითხებზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий